ბლოგი

ბაკურიანი: ოთხსეზონიანი კურორტი და Mziani Valley-ს პრემიალური ცხოვრების ახალი მასშტაბი

ბაკურიანი უკვე დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის განკუთვნილი მიმართულება. ეს არის თანამედროვე, ოთხსეზონიანი კურორტი, რომელიც აერთიანებს სუფთა ჰაერს, უნიკალურ ეკოსისტემას, განვითარებულ ინფრასტრუქტურასა და მზარდ საინვესტიციო პოტენციალს. საქართველოს ალპური ზონის ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონი თანაბრად იზიდავს როგორც ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ასევე გრძელვადიანი უძრავი ქონების შესაძლებლობების მაძიებელ ადამიანებს.
ეკოლოგიური კეთილდღეობა, რომელიც იგრძნობა
ბაკურიანი გამორჩეულია უნიკალური მიკროკლიმატითა და ეკოლოგიური ბალანსით, რაც მას ოთხივე სეზონზე მოთხოვნად და კომფორტულ კურორტად აქცევს. დაბალი ტენიანობა, ფიტონციდებითა და ეთერზეთებით გაჯერებული ჰაერი, მინიმალური ალერგენები და ფლორის ციკლური განახლება – განსაკუთრებით გაზაფხულზე ფიჭვის მტვრიანობა და ნაძვის აქტიური პერიოდი აგვისტოში – ქმნის ჰაერის ბუნებრივად ანტიბაქტერიულ და იმუნოსტიმულირებელ გარემოს. ზაფხულში ბაკურიანი საჰაერო ბალნეოლოგიურ ზონად იქცევა, ხოლო ზამთარში სრულფასოვანი სათხილამურო ინფრასტრუქტურა ვიზიტორებს თოვლიანი სპორტის სრულ სპექტრს სთავაზობს. სწორედ ამ მრავალსეზონურობისა და ეკოლოგიური პირობების კომბინაცია განაპირობებს კურორტის უძრავ ქონებაზე მუდმივად მაღალ მოთხოვნას. სწრაფად მზარდ და დივერსიფიცირებულ ბაზარზე წარმატებას უკვე არამხოლოდ ფასი, არამედ პროექტის კონცეფცია, მდებარეობა და მენეჯმენტის სისტემა განსაზღვრავს. მაღალხარისხიანი, ენერგოეფექტური და კონცეპტუალურად გააზრებული პროექტები კი დიდ ინტერესს იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მყიდველებში.
Mziani Valley – შვეიცარიული სტანდარტის პრემიალური ცხოვრება ბაკურიანში
ბაკურიანის დინამიკურად განვითარებად გარემოში, Mziani Valley გამოირჩევა როგორც პრემიალური რეზიდენციების კომპლექსი, რომელიც აერთიანებს მაღალი კლასის ცხოვრების სტანდარტებს და ალპური არქიტექტურის დახვეწილ ესთეტიკას.

კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს:
  • დახურულ აუზსა და სპა ზონას სრულყოფილი განტვირთვისთვის
  • კაფე-რესტორნებს და სოციალური შეხვედრის სივრცეებს
  • საბავშვო გასართობ ზონასა და სასრიალო მოედანს
  • ბუნებრივ გარემოში ინტეგრირებულ დასასვენებელ სივრცეებს
  • 24/7 მიმღებისა და მომსახურების სისტემას
  • დაცულ მიწისქვეშა პარკინგს
Mziani Valley-ის კონცეფცია მჭიდროდ უკავშირდება თანამედროვე ველნეს-ფილოსოფიას, სადაც ბუნებასთან ურთიერთობა, სიმშვიდე და ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.

გარდა არქიტექტურული და ინფრასტრუქტურული უპირატესობებისა, Mziani Valley გამოირჩევა უძრავი ქონების პროფესიონალური მენეჯმენტითა და მზარდი ტურისტული ნაკადებით განპირობებული სტაბილური შემოსავლის მაღალი პოტენციალით. ქონების მენეჯმენტს, გაყიდვებსა და ინვესტიციების ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს CMG – Central Management Group, რომელიც სპეციალიზებულია საინვესტიციო უძრავი ქონების ეფექტურ მართვასა და მაქსიმალური სარგებლის შექმნაში.

პროექტი წარმოადგენს სტრატეგიულად გამართულ აქტივს, რომელიც გრძელვადიან ღირებულებასა და მინიმალურ საინვესტიციო რისკს აერთიანებს.

აპარტამენტების კვადრატული მეტრის ფასი 1,550 აშშ დოლარია. პირველი შენატანი – მხოლოდ 20%, ხოლო დარჩენილი თანხა შესაძლებელია დაფაროთ უპროცენტო განვადებით 2027 წლის ივნისამდე.