ბლოგი

Tower Group-ის 2025 წლის შედეგები და განვითარების გეგმები

2025 წელი Tower Group-ისთვის ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და მასშტაბური აღმოჩნდა. წლის განმავლობაში კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით დაასრულა, გაამყარა პოზიციები საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და მყარი საფუძველი შექმნა მომდევნო პროექტებისთვის.
წლის ერთ-ერთ მთავარ მიღწევებს შორის პანორამას პროექტი გამოიკვეთა. პანორამა არის ბიზნეს-კლასის აპარტამენტების კომპლექსი, რომელიც Tower Group-ის პირველი პროექტია და ბათუმის ახალ ურბანულ სივრცეში მდებარეობს, ხელოვნური კუნძულის მახლობლად. პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი აპარტამენტების სრულად გაყიდვამ პანორამას კომერციული ციკლის წარმატებით დასრულება დაადასტურა და კომპანიისთვის მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა.
ამავე პერიოდში დასრულდა პიაცა რეზიდენსის კომერციული სართულის მშენებლობა. დღეს პიაცა რეზიდენსი ბათუმის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. პროექტი აერთიანებს იტალიურ არქიტექტურულ ესთეტიკას, დეტალებზე ორიენტირებულ ურბანულ გარემოსა და ელიტური ცხოვრების კონცეფციას. კომერციული ნაწილის დასრულების შემდეგ საცხოვრებელი კომპლექსის დეველოპმენტი გეგმის შესაბამისად, აქტიურ ფაზაში გრძელდება.
2025 წელს Tower Group-მა საქმიანობის არეალი კიდევ უფრო გააფართოვა და ქობულეთში კვირიკე რეზიდენსის პროექტი დაიწყო. კვირიკე რეზიდენსი შატო კვირიკეს მოქმედ კომპლექსში მდებარეობს და კომპლექსის დეველოპმენტის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს მოიცავს. პროექტი განთავსებულია უნიკალურ მიკროკლიმატში, ზღვასა და მთას შორის, რაც მას გამორჩეულ ლოკაციურ და კონცეპტუალურ ღირებულებას სძენს. სწორედ ამ ორი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს კვირიკე რეზიდენსის განსაკუთრებულ ადგილს Tower Group-ის პორტფელში.

ასევე აღსანიშნავია, რომ როგორც კვირიკე რეზიდენსის, ისე პიაცა რეზიდენსის არქიტექტურულ კონცეფციაზე იმუშავა Alpha Architectura-მ და არქიტექტორმა ირაკლი ემირიძემ. Alpha Architectura 2025 წელს გახდა A' Design Award-ის მფლობელი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული ღონისძიების — World Architecture Festival-ის — ფინალისტად დასახელდა, რაც აღნიშნული პროექტების არქიტექტურულ გამორჩეულობასა და საერთაშორისო აღიარებას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
2026 წელი Tower Group-ისთვის კიდევ უფრო ამბიციური გეგმებით იწყება. კომპანიამ უკვე დააანონსა ორი ახალი პროექტი, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაციაც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.