ბლოგი

Piazza Residence: ძველი ქალაქის ახალი ისტორია

ბათუმის ისტორიულ ნაწილში – ძველი ქალაქის ცენტრში, ორი წამყვანი დეველოპერული და არქიტექტურული კომპანიის, Tower Group-ისა და Alpha Architecture-ის კოლაბორაციით იქმნება პროექტი, რომელიც აერთიანებს ისტორიულ ღირებულებას, არქიტექტურულ დახვეწილობას და სტაბილურ საინვესტიციო პოტენციალს.

Piazza Residence წარმოადგენს ქალაქური ცხოვრების თანამედროვე ინტერპრეტაციას ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ლოკაციაზე. ძველი ბათუმი — ტურისტულად აქტიური, კულტურულად დატვირთული და კომერციულად სიცოცხლისუნარიანი ზონა — გამორჩეული ადგილია იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ დინამიკურ და მზარდ ბაზარზე სტაბილური უძრავი ქონების შეძენას. ამ ლოკაციის უნიკალური ხასიათი უძრავ ქონებაზე მაღალ მოთხოვნას და ღირებულების მუდმივ ზრდას განაპირობებს, რაც აძლიერებს აპარტამენტების საინვესტიციო მიმზიდველობას.

პროექტის არქიტექტურული კომპოზიციის ცენტრში 119 წლის შენობაა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. წარსულში განხორციელებული უკანონო მინაშენების შედეგად დაზიანებული სტრუქტურა დღეს სრული რესტავრაციის პროცესშია, რაც ცხადყოფს მოცემული კომპლექსის ისტორიულ მნიშვნელობას.

Piazza Residence-ს სივრცის დაგეგმარება ცხოვრების უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ვენეციური შადრევნებით გაფორმებული დახურული ეზო — პირადი პიაცა — შთაგონებულია ძველი ევროპის ურბანული ცენტრებით და გარშემორტყმულია მაღალი კლასის რესტორნებითა და კაფეებით. პროექტი ასევე მოიცავს მიწისქვეშა პარკინგს, სავარჯიშო დარბაზს, საბავშვო ზონას, ქოვორქინგს, კომერციულ სივრცეებსა და ტერასას. აპარტამენტების ინტერიერი კი გამოირჩევა ბუნებრივი განათებით გაჯერებული სივრცეებითა და მინიმალისტური, ფუნქციურად გამართული დიზაინით, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს როგორც პირად კომფორტს, ასევე გაქირავების მაქსიმალურ პოტენციალს ტურისტულად დატვირთულ არეალში.

გარდა ამისა, Piazza Residence ინვესტორებს მნიშვნელოვან სერვისს სთავაზობს — ქონების სრულ მართვას. Tower Group-ის შვილობილი კომპანია, Central Management Group, უზრუნველყოფს ქონების ოპერაციულ მართვას, მათ შორის გაქირავებას, ინვესტიციების სტრატეგიულ დაგეგმვასა და მაქსიმიზაციას. ამგვარად, ინვესტორი იღებს სტაბილურ, პასიურ და პროგნოზირებად შემოსავალს, მინიმალური ჩართულობით.

Piazza Residence განეკუთვნება იმ კატეგორიის პროექტებს, რომლებიც დროს გაუძლებენ — არამხოლოდ თავისი არქიტექტურით, არამედ საინვესტიციო ღირებულებითაც. ეს არის იშვიათი შესაძლებლობა, გახდეთ არა მხოლოდ ისტორიის ნაწილი, არამედ ისეთი ურბანული ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც ქალაქის მომავალს სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.