ბლოგი

Lisi Panorama — ბალანსი ბუნებასა და ქალაქურ რიტმს შორის

ლისი პანორამა კერძო, ელიტარული კომპლექსია ლისის ტბის მიმდებარედ, რომელიც გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი, მწვანე მასივებითა და თბილისის თვალწარმტაცი, პანორამული ხედებით.

პროექტი მდებარეობს სტრატეგიულად ხელსაყრელ ლოკაციაზე — ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, მაგრამ ქალაქთან ძალიან ახლოს — თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 10 წუთის სავალზე.

მიმდებარე ტერიტორია აერთიანებს ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას: სკოლები, მრავალფუნქციური სივრცეები, ლისის ტბა და ტყის ფონდი, იპოდრომი, ასევე დახურული პარკინგი.

ბუნებასთან სიახლოვე, სუფთა ჰაერი და განვითარებული ინფრასტრუქტურა ქმნის უსაფრთხო და ლაღ გარემოს მშვიდი და ბედნიერი ცხოვრებისთვის.

ნაკვეთის მინიმალური ფართობი 432 მ²-დან იწყება, ხოლო მ²-ს საშუალო ფასი 180 დოლარია. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციის სრული უკუგება 6 წელიწადში არის შესაძლებელი.

Lisi Panorama არის ადგილი, სადაც ურბანული დინამიკა ბუნებრივ სიმშვიდეს ერწყმის.