ბინები ურეკში ყიდვა-გაყიდვისა და გაქირავების კუთხით ბოლო წლებში, საქართველოს საკურორტო უძრავი ქონების ბაზარზე, სულ უფრო საინტერესო მიმართულებად იქცა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თავად ურეკის ბუნებრივი რესურსია — მაგნიტური ქვიშის სანაპირო, რომელიც კურორტს სხვა ზღვისპირა ლოკაციებისგან გამოარჩევს. ამას ემატება ველნეს და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართ მზარდი ინტერესი, დოლარში ფიქსირებული ფასები და საკურორტო ინფრასტრუქტურის მრავალფეროვნება. შედეგად, დღეს ურეკში ბინის ყიდვა საინტერესო შეიძლება იყოს როგორც პირადი გამოყენებისთვის, ისე გასაქირავებლად.
ცხადია, ეს ორმაგი ინტერესი შემთხვევითი არ არის. ერთი მყიდველი ეძებს ადგილს, სადაც ზაფხულის გატარება, ზღვასთან სიახლოვე და მშვიდი გარემო ყოველდღიური ცხოვრებისგან დასვენების შესაძლებლობას შექმნის. მეორე კი უძრავ ქონებას უყურებს როგორც აქტივს, რომელსაც გაქირავებიდან შემოსავლის მოტანა შეუძლია.

ბინები ურეკში — რა განაპირობებს მოთხოვნას?

ბინების ყიდვა ურეკში საინვესტიციო თვალსაზრისით სულ უფრო საინტერესო ხდება რამდენიმე კონკრეტული ფაქტორის გამო. პირველ რიგში, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, საქართველოს საკურორტო უძრავი ქონება ტრადიციულად განიხილება სტაბილურ, დოლარში ფიქსირებულ აქტივად, რაც მყიდველისთვის ვალუტის რყევებთან დაკავშირებულ რისკებს ამცირებს. ამას ემატება შედარებით მარტივი საგადასახადო გარემო, რის გამოც უძრავი ქონების მიმართ ინტერესი უცხოელი და უცხოეთში მცხოვრები ქართველი მყიდველების მხრიდან მკვეთრად იზრდება, თუმცა, ურეკის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფაქტორი კონკრეტული პროექტის კონცეფცია და შემოთავაზებული საინვესტიციო პირობებია. მაგალითად, ისეთი პროექტი, როგორიცაა Ureki Sands Lifestyle Resort, მყიდველს მხოლოდ საცხოვრებელ ფართს კი არა, გაქირავებაზე ორიენტირებულ საინვესტიციო მოდელსაც სთავაზობს, მათ შორის წინასწარ განსაზღვრული წლიური უკუგებისა და ანაზღაურების პერიოდის პირობებით.
ამ ყველაფრის პარალელურად, აპარტამენტები ურეკში სულ უფრო მეტად აღიქმება არა მხოლოდ საზაფხულო დასასვენებელ სივრცედ, არამედ საცხოვრებელ ადგილადაც. მყიდველთა ნაწილისთვის მნიშვნელოვანი სწორედ ურეკის ბუნებრივი გარემოა — გურიის რეგიონის სუბტროპიკული კლიმატი, ფიჭვნარით მდიდარი ლანდშაფტი და ცნობილი მაგნიტური ქვიშის სანაპირო, რომელსაც სამკურნალო თვისებებს მიაწერენ.
მნიშვნელოვანი ფაქტორია ფასიც. მშენებარე ბინები ურეკში დღეს ბაზარზე ჯერ კიდევ შედარებით ხელმისაწვდომ ნიშნულზე გვხვდება, რაც მყიდველს საშუალებას აძლევს, ქონება განვითარების ადრეულ ფაზაში შეიძინოს და პროექტის დასრულებასთან ერთად მისი ღირებულების ზრდით მნიშვნელოვანი მოგება მიიღოს.

რატომ Ureki Sands Lifestyle Resort?

Ureki Sands Lifestyle Resort-ის კონცეფცია ველნესსა და დასვენებაზეა აგებული. პროექტის ინფრასტრუქტურა ერთიან სივრცეში აერთიანებს კერძო სანაპიროსა და ლაუნჯ-ზონას, ღია და დახურულ აუზებს, თანამედროვე ფიტნესცენტრს, პადელის კორტებსა და იოგას სივრცეებს. ცალკე აღსანიშნავია ქვიშის სპა. რეზიდენტებისთვის ასევე ხელმისაწვდომია 24-საათიანი კონსიერჟის სერვისიც.
პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი შესყიდვის პირობებია. აპარტამენტების ფასი $49,000-დან იწყება, საშუალო ღირებულება კი კვადრატულ მეტრზე დაახლოებით $1,100-ს შეადგენს. გადახდის პირობებიც შედარებით მოქნილია: 10%-იანი პირველადი შენატანის შემდეგ დარჩენილი თანხის დაფარვა შესაძლებელია 36 თვის განმავლობაში, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით.
საინვესტიციო თვალსაზრისით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი პირობა გარანტირებული 12%-იანი წლიური უკუგებაა. ინვესტიციის ანაზღაურების პერიოდი კი დაახლოებით ექვსი წელია. ეს პირობები განსაკუთრებით საინტერესოა იმ მყიდველებისთვის, რომლებიც აპარტამენტებს ურეკში შემოსავლის მიღების მიზნით იძენენ.

მშენებარე ბინები ურეკში — ყიდვამდე გასათვალისწინებელი საკითხები

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლითაც მყიდველი ბინის შეძენამდე უნდა დაინტერესდეს, შესყიდვის პროცესსა და საჭირო დოკუმენტაციას ეხება. მნიშვნელოვანია წინასწარ გაირკვეს, როგორ ფორმდება ხელშეკრულება, რა დოკუმენტებია საჭირო და რა ეტაპებს მოიცავს პროცესი თავიდან ბოლომდე. ეს სიცხადე განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობისაა უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღება და დოკუმენტაციის მოწესრიგება ხშირად დისტანციურად უწევთ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია აპარტამენტის ტიპისა და განლაგების არჩევა მისი დანიშნულების მიხედვით. ბინის პირადი გამოყენების მიზნით შეძენისას, მყიდველისთვის შესაძლოა პრიორიტეტული იყოს სანაპიროსთან სიახლოვე, ხედები, ფართის განლაგება და საერთო ინფრასტრუქტურასთან ხელმისაწვდომობა. გაქირავებაზე ორიენტირებული მყიდველი კი, როგორც წესი, ყურადღებას აქცევს იმ ტიპის აპარტამენტებს, რომლებზეც საკურორტო სეზონზე მეტი მოთხოვნაა.
მნიშვნელოვანია შეძენის დროც. მშენებარე პროექტში ბინის ადრეულ ეტაპზე ყიდვას შესაძლოა რამდენიმე პრაქტიკული უპირატესობა ჰქონდეს, მათ შორის, დაბალი საწყისი ფასი და გადახდის თანხის უფრო ხანგრძლივ პერიოდზე გადანაწილების შესაძლებლობა. ამასთან, მყიდველმა გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს პროექტის დასრულების ვადა, ხელშეკრულების პირობები და დეველოპერის მიერ შეთავაზებული საინვესტიციო მოდელი. ასეთი დეტალების წინასწარ შეფასება მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ვინც უძრავ ქონებას პირადი სარგებლობისთვის იძენს, ისე მათთვის, ვინც აპარტამენტის სამომავლო გაქირავებიდან შემოსავლის მიღებას გეგმავს.

რა პერსპექტივა აქვს ურეკის უძრავი ქონების ბაზარს?

ურეკის უძრავი ქონების ბაზრის მომავალზე საუბრისას მნიშვნელოვანი ფაქტორია თავად კურორტის განვითარება. ახალი საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, კვების ობიექტებისა და სხვადასხვა ტიპის სერვისების დამატება ეტაპობრივად აფართოებს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ურეკი ვიზიტორებს სთავაზობს. რაც უფრო მრავალფეროვანი ხდება კურორტის ინფრასტრუქტურა, მით მეტი მიზეზი ჩნდება აქ დასვენებისა და ხანმოკლე ვიზიტებისთვის. ეს პროცესი უძრავი ქონების ბაზარზეც აისახება, რადგან განვითარებულ საკურორტო გარემოსთან ერთად იზრდება მოთხოვნა ხარისხიან საცხოვრებელ სივრცეებზე.
დღესდღეობით ურეკში ტურისტული აქტივობის პიკი კვლავ ზაფხულის სეზონს ემთხვევა, როდესაც კურორტი ვიზიტორთა ყველაზე დიდ ნაკადს მასპინძლობს, თუმცა ბოლო წლებში ურეკში სტუმრები სხვა პერიოდშიც ჩამოდიან — როგორც წესი, მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველია ხოლმე გაზაფხული და ადრეული შემოდგომა, როდესაც ზღვისპირა გარემო უფრო მშვიდია და დასვენების პირობებიც განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ არსებულმა მოთხოვნამ წლის უფრო დიდ მონაკვეთზე გადაინაცვლოს.
ამ ფონზე ურეკის უძრავი ქონების ბაზარს საინტერესო პერსპექტივა აქვს. ახალი საცხოვრებელი პროექტები, ტურისტული ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა ტიპის აპარტამენტები ბაზარზე არჩევანის მრავალფეროვნებას ქმნის, დეველოპერებისთვის კი კონკურენციას ზრდის. მომავალში მნიშვნელოვანი იქნება როგორც პროექტების ხარისხი და მდებარეობა, ისე მათი მართვის მოდელი, მომსახურების დონე და სხვა მსგავსი ფაქტორები. სწორედ ეს კრიტერიუმები განსაზღვრავს უკვე დღეს, რამდენად შენარჩუნდება მოთხოვნა ურეკში არსებულ უძრავ ქონებაზე და რა მიმართულებით შეიცვლება ბაზარი მომდევნო წლებში.

ხშირად დასმული კითხვები — FAQ

ღირს თუ არა ურეკში ბინის ყიდვა საინვესტიციო მიზნით?

უძრავი ქონების საინვესტიციო პოტენციალის შეფასებისას რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. ბინები ურეკში ყიდვა-გაყიდვის ან გაქირავების კუთხით, შეიძლება საინტერესო იყოს ზღვისპირა მდებარეობის, ტურისტული მოთხოვნისა და ახალი პროექტების გამო, თუმცა კონკრეტული ინვესტიციის შეფასებისას მხოლოდ ფასით არ უნდა იხელმძღვანელოთ. მნიშვნელოვანია გაქირავების პირობების, მოსალოდნელი შემოსავლის, მომსახურების ხარჯების, პროექტის მართვის მოდელისა და ხელშეკრულების პირობების წინასწარ შესწავლა.

რა არის ურეკის მაგნიტური ქვიშის მთავარი თავისებურება?

ურეკის მაგნიტური ქვიშა კურორტის მთავარი ბუნებრივი მახასიათებელია, რომელიც წლების განმავლობაში სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის გამოიყენებოდა. ტურისტული თვალსაზრისით, ეს ბუნებრივი რესურსი ურეკის იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

რა ღირს ბინები ურეკში?

ბინების ფასი ურეკში კონკრეტული პროექტის, მდებარეობის, ფართობის, სართულისა და აპარტამენტის ტიპის მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, Ureki Sands Lifestyle Resort-ში აპარტამენტების საწყისი ფასი $49,000-დან არის განსაზღვრული, ხოლო საშუალო ღირებულება კვადრატულ მეტრზე დაახლოებით $1,100-ს შეადგენს.

რა უპირატესობა აქვს ურეკში მშენებარე ბინის ყიდვას?

მშენებარე ბინის შეძენა ურეკში მყიდველს რამდენიმე პრაქტიკულ უპირატესობას სთავაზობს. პირველ რიგში, ეს ფასთან არის დაკავშირებული — მშენებლობის ადრეულ ეტაპზე აპარტამენტების ღირებულება, როგორც წესი, უფრო დაბალია, ვიდრე პროექტის დასრულების შემდეგ. შესაბამისად, მყიდველს შესაძლოა ქონების ღირებულების ზრდისგან სარგებლის მიღების შესაძლებლობაც ჰქონდეს. ამას ემატება გადახდის მოქნილი პირობები, რაც შესაძლებელს ხდის როგორც თანხის ხანგრძლივ პერიოდზე გადანაწილებას, ისე ბინის შედარებით დაბალი საწყისი შენატანით შეძენას.