CMG საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც Tower Group-ისა და პარტნიორი დეველოპერების უძრავი ქონების პროექტების სტრატეგიულ განვითარებასა და ექსკლუზიურ გაყიდვებზეა სპეციალიზებული.
სამუშაო პირობები
- სრული განაკვეთი, ვადიანი ხელშეკრულება.
- ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00.
- სამუშაო ადგილი — თბილისი ან ბათუმი; ჰიბრიდული რეჟიმი შეთანხმებით განიხილება.
- საჭიროა ქართული ენის ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები
- მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალების შექმნა ტრადიციული და ციფრული მარკეტინგისთვის.
- კრეატიული იდეებისა და ვიზუალური კონცეფციების შემუშავება.
- ახალი პროექტების ბრენდინგი: ლოგოების, პრეზენტაციების, აბრებისა და სხვა ვიზუალური მასალების შექმნა.
მოთხოვნები
- მინიმუმ 3-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში.
- Adobe Photoshop-ის, Illustrator-ის, CorelDRAW-ისა და InDesign-ის ცოდნა.
- After Effects-ის ან Premiere Pro-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- დეველოპერულ სფეროში მუშაობის გამოცდილება სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის.
- ნამუშევრების პორტფოლიო.
რას გთავაზობთ
- ანაზღაურება — 2 000 ლარიდან (ნეტო), გამოცდილებისა და უნარების გათვალისწინებით.
- ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმზე შეთანხმების შესაძლებლობა.
თბილისი — ვაკე, ნინო რამიშვილის ქუჩა. ბათუმი — ძველი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა.