მხოლოდ 10–17 ნოემბერს Piazza Residence-ში მოქმედებს ექსკლუზიური შეთავაზება — კვადრატული მეტრი 2,000 დოლარიდან.
Piazza Residence Tower Group-ის ერთ-ერთი გამორჩეული და ამბიციური პროექტია, რომელიც კლასიკურ არქიტექტურას, დახვეწილ ესთეტიკასა და თანამედროვე ცხოვრების მაღალ სტანდარტებს აერთიანებს. მშენებლობა დინამიკურად ვითარდება და უკვე დასრულებულია ფუნდამენტური სამუშაოების ეტაპი, რაც პროექტის სტრუქტურულ საიმედოობას და ხარისხიან შესრულებას უსვამს ხაზს.
შემდეგი ფაზა მოიცავს მიწისზედა კონსტრუქციის, კომერციული სართულების, იტალიური პიაცისა და ვენეციური შადრევნების მოწყობას. ამ სამუშაოების დაწყებასთან ერთად დაგეგმილია ფასების ზრდა, რის გამოც კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება კონკრეტულ აპარტამენტებზე გამოეცხადებინა ფასდაკლება, რომელიც მხოლოდ ნოემბრის ბოლომდეა მოქმედი და აღარ განმეორდება. ეს შეთავაზება მყიდველს შესაძლებლობას აძლევს დაზოგოს 7-დან 60 ათას დოლარამდე სხვადასხვა ტიპის აპარტამენტებზე.
კომპლექსი მოიცავს ფართო და მრავალფუნქციურ ინფრასტრუქტურას, რომელიც ყოველდღიურ კომფორტზეა ორიენტირებული: პირადი პიაცა და ვენეციური სტილის შადრევნები, ბუტიკ-რესტორნები, ბიზნეს ლაუნჯი, ფიტნეს ცენტრი, მიწისქვეშა პარკინგი.
ასევე აღსანიშნავია, რომ პროექტი მდებარეობს ბათუმის ისტორიულ ცენტრში, რაც უზრუნველყოფს მაცხოვრებლებისთვის შეუფერხებელ წვდომას ქალაქის სტრატეგიულ და კულტურულ ობიექტებთან.
პრესტიჟული ლოკაცია და მაღალი კლასის სერვისები Piazza Residence-ს აქცევს როგორც მიმზიდველ საცხოვრებელ სივრცედ, ისე სტრატეგიულ საინვესტიციო შესაძლებლობად.