ბლოგი

Piazza Residence-ს მშენებლობა ფუნდამენტურ ეტაპზე გადავიდა

Tower Group-ის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის, Piazza Residence-ს მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს და ამჟამად სრულდება ფუნდამენტური სამუშაოების ეტაპი.

Piazza Residence-ს ესთეტიკა შთაგონებულია იტალიური არქიტექტურით და გამოირჩევა 13-მეტრიანი კოლონადებითა და ვენეციური შადრევნებით, რაც საცხოვრებელ კომპლექსს განსაკუთრებულ ელეგანტურობასა და ინდივიდუალურ ხასიათს ანიჭებს. Piazza Residence იქმნება ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ დახვეწილი საცხოვრებელი გარემო და მაღალი კლასის სერვისები ქალაქის ისტორიულ ცენტრში.
გარდა ამისა, პროექტის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა ბათუმის გულში, მაცხოვრებლებისთვის უზრუნველყოფს მარტივ წვდომას ქალაქის ყველა სტრატეგიულ და კულტურულ ობიექტთან, რაც ხაზს უსვამს Piazza Residence-ის საინვესტიციო და საცხოვრებელ ღირებულებას.

სამშენებლო ტერიტორიაზე დასრულებულია 18-მეტრიანი ხიმინჯების კედლის მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფს მინუს 9 მეტრის სიღრმეზე გათვალისწინებული მიწის სამუშაოების უსაფრთხო და სტაბილურ შესრულებას როგორც ობიექტის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
პროექტის თანახმად, საცხოვრებელი კომპლექსის საძირკველში მოწყობილია 65 ერთეული 30-მეტრიანი ხიმინჯი, რომელიც შესრულებულია ბეტონის B35 W8 მარკით. ყველა სამუშაო განხორციელდა კომპანია „ზეტაშთან“ თანამშრომლობით. დასრულებულია საძირკვლის სრული ჰიდროიზოლაცია შესრულდა შვეიცარიულ კომპანია “სიკასთან” პარტნიორობით, ხიმინჯები დაამონტაჟა კომპანია “ზეტაშმა”, საყალიბე სისტემებს კი ავსტრიული კომპანია “დოკა” უზრუნველყოფს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საძირკვლის ფილის არმირება, რის დასრულების შემდეგ განხორციელდება ბეტონირება B40 W8 მარკის კრისტალური ბეტონით, რაც დამატებით აძლიერებს სამშენებლო ხარისხსა და სტაბილურობას.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ერთი კვირით 10 დან 17 ნოემბრის ჩათვლით ექსკლუზიური შეთავაზებაა პიაცა რეზიდენსში - კვადრატული მეტრი 2000 დოლარიდან - ფასი რომელიც აღარ განმეორდება! მოასწარით, ბინების რაოდენობა და არჩევანი შეზღუდულია!

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://centralmg.ge/ge/piazza-residence
2025-10-24 16:01