Lisi Panorama არის იშვიათი შესაძლებლობა, შეიძინოთ მიწის ნაკვეთი თბილისის ყველაზე პრესტიჟულ და ეკოლოგიურად სუფთა უბანში. პროექტი სპეციალურად მათთვის იქმნება, ვისაც სურს საკუთარი სახლის აშენება მწვანე, მშვიდ გარემოში და ამავდროულად, ეძებს საიმედო აქტივს გრძელვადიანი კაპიტალის გასაზრდელად.
აქ გაერთიანებულია მშვიდი გარემო და ქალაქის ცენტრთან სწრაფი, კომფორტული კავშირი. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია თბილისში უძრავი ქონების ბაზრის ლიდერია, სადაც თავისუფალი მიწის რესურსი ყოველდღიურად მცირდება, რაც თქვენი საინვესტიციო ნაკვეთის ღირებულების მუდმივ ზრდას უზრუნველყოფს.