ხელოვნური ინტელექტის ერაში ვუბრუნდებით ინდივიდუალიზმს
დღეს რთულია ბაზარზე რაღაც განსხვავებული გააკეთო და ინდივიდუალობა შეინარჩუნო. როდესაც ვიზუალური კომუნიკაციის უმეტესობა გენერირებულ გამოსახულებებზეა აგებული, CMG ის გუნდმა განსხვავებული გზა აირჩია ინდივიდუალიზმის - ხელით შექმნილი ილუსტრაციებისა და არა ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებულის, მეტი ემოცია და ნაკლები პრაგმატიზმი ამ ყველაფერს კი იდეალურად მოერგო კომპანიის ერთ-ერთი პროექტი პიაცა რეზიდენსი - პროექტი რომელსაც ბათუმის სული აქვს. ამ გამორჩეულ კამპანიაზე, რომელიც სოციალურ სივრცეში გავრცელდა ვესაუბრეთ CMG ის დირექტოს სოფო წულაძეს.
როგორ გაჩნდა ანიმაციის იდეა?
იდეას წინ უძღოდა ჩვენი შეხვედრა მხატვარ ნინა მასალკინასთან, რომელმაც სატესტოდ შეგვიქმნა ერთი ანიმაციური სიუჟეტი. პერსონაჟი იმდენად რეალური იყო გადავწყვიტეთ არ გავჩერებულიყავით ერთ ნახატზე და ასე გადაიქცა სტანდარტული სარეკლამო რილსი ვრცელ ანიმაციად - სადაც ხედავ როგორ ცხოვრობს კომპლექსში ჩვენი პერსონაჟი ნინა. სტანდარტული მესიჯების ნაცვლად შემოვიტანეთ ემოცია, ფერები, მუსიკა.
რატომ ჩათვალეთ რომ გაამართლებდა ეს იდეა
ეს იდეა ერთგვარი რისკიც იყო. როცა პროდუქტი მაღალბიუჯეტიანია და გათვლა სერიოზულ ინვესტიციაზე გაქვს გამოიყენო ანიმაცია გარკვეული ავანტიურაა. თუმცა ინდივიდუალიზმი არის ის რაც გადაგვარჩენს და დღეს როცა ყველაფერს ჩვენს ნაცვლად ხელოვნური ინტელექტი აკეთებს ჩვენმა კრეატიულმა გუნდმა აირჩია ხელით შექმნილი, ჩვენით ნაფიქრი და ნააზრევი პროდუქტი.
უყურებ ანიმაციას და გესმის ზღვის შრიალი, გრძნობ პიაცას აივანზე მირთმეული ბათუმური ყავის სურნელს, გესმის ძველი ბათუმის გუგუნი და საღამოს შეკრებილი მეგობრების წრეში აჟღებული - ბათუმს ქათქათას .. რა უნდა იყოს ამაზე რეალური და ხელშესახები. ეს არის ისტორია იმისა თუ როგორ აიხდინა პერსონაჟმა ნინამ თავისი ბათუმური ზღაპარი.
უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ სპეციფიურია და დიდი ვარიაციის საშუალებას არ იძლევა. აქ მომხმარებელს აინტერესებს რას მიიღებს კონკრეტულად მონეტარული თვალსაზრისით. ემოციის, ხმების, ფერების, მელოდიისა და თუნდაც ყავის სურნელზე გათვლის გაკეთება სარისკო იყო, თუმცა ვთვლით რომ ამან ძალიან კარგი შედეგი მოიტანა. ნინას ბათუმური ზღაპარი პიაცა რეზიდენსში CMG ის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია.
ანიმაციის ილუსტრატორი, ნინა მასალკინა აღნიშნავს:
„ვცდილობ, დავინახო თუ როგორია Piazza Residence-ში ცხოვრება, როგორ გრძნობს ადამიანი თავს, რა ხდება მის ყოველდღიურობაში, როგორ ერთიანდება თანამედროვე სტილი ძველი ბათუმის ესთეტიკასთან. ეს პროცესი უბრალო ვიზუალიზაცია კი არა, სივრცის ინტუიციური გაგებაა.
ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და ორიგინალურ გადაწყვეტილებას მივაგენით CMG-ის გუნდთან ერთად, ვინაიდან დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, ფაქტობრივად, ყველა პროცესის განუყოფელი ნაწილია, ადამიანის მიერ შექმნილი ნამუშევრები განსაკუთრებულ სიღრმესა და მნიშვნელობას ატარებს.“
CMG-სთვის ეს მიდგომა არა მხოლოდ ესთეტიკური არჩევანია, არამედ მარკეტინგული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. კომპანია დარწმუნებულია, რომ დღევანდელ დღეს უძრავი ქონების მომხმარებელი გადაწყვეტილებებს აღარ იღებს მხოლოდ ტექნიკური პარამეტრების საფუძველზე, არამედ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბრენდს, მის ღირებულებებსა და კომუნიკაციის მეთოდებს.
„ჩვენი მიზანი არა მხოლოდ პროდუქტის ვიზუალური წარმოჩენაა, არამედ Piazza Residence-ში ცხოვრების ემოციის და გამოცდილების აუდიტორიამდე მიტანა,“ — აღნიშნავენ CMG-ში.